ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოკამის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელიშესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილიმშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა დამოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივიდამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.