გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს, წაიკითხეს ლექსები და წარადგინეს პრეზენტაცია
10-04-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს, წაიკითხეს ლექსები და წარადგინეს პრეზენტაცია. მათ ასევე  დაწვრილებით მოისმინეს ამ დღეს დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, უყურეს კადრებს, რომელიც იმ დროს განვითარდა და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203