ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტურცხის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა სკოლაში 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ისტორიულ ფაქტებზე, აჩვენეს დოკუმენტური ვიდეო, წაიკითხეს ლექსები და გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი ცოდნა ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი და ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი თამარი დევდარიანი. საუბარი შეეხო 1991 წლის 9 აპრილის მოვლენებს, როდესაც საქართველომ საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლობა. მათ ისაუბრეს 9 აპრილის ტრაგედიაზე და ამ დღის ისტორიულ როლზე საქართველოსთვის.
იხილეთ ფოტოები