ნახუნაოს სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები 9 აპრილს დაღუპული აზა ადამიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
10-04-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ნაწილმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული თანამემამულის, აზა ადამიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

პატივი მიაგეს მის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მისი მემორიალი. სიტყვით გამოვიდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიანა ბერია, რომელმაც ისაუბრა აზა ადამიას განვლილ გზაზე და აღნიშნა, რომ მან და კიდევ 21 თანამემამულემ საქართველოს მოუპოვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

ნახუნაოს სკოლის გარდა ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლის წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203