არწივანის საჯარო სკოლაში მათემატიკური თამაში „ვინ იქნება გამარჯვებული“ ჩატარდა
10-04-2019

2019 წლის 8 და 10 აპრილს წალკის მუნიციპალიტეტის არწივანის საჯარო სკოლაში მათემატიკური თამაში „ვინ იქნება გამარჯვებული“  ჩატარდა.

სკოლის ინფორმაციით, აქტივობა მათემატიკის მასწავლებლის ზაურ პაპიაშვილის ორგანიზებით საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეების ორ-ორი ჯგუფითვის ორ ტურად ჩატარდა.

"საბაზო საფეხურის მოსწავლეები წარმოგვიდგნენ გუნდი „ვექტორისა“ და გუნდი „ვიქტორიას“ სახით, ხოლო საშუალო საფეხურის მოსწავლეები - გუნდი „არწივებისა“ და გუნდი „ტორნადოს“ სახით. თამაშის წამყვანი ჩვენი სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ოთარ შაინიძე იყო.

თამაშის დამკვირვებელი იყვნენ საშუალო საფეხურის მოსწავლეები და ხოლო მონაწილეებს მეოთხე კლასელები გულშემატკივრობენენ.

გამარჯვებული გუნდები გამოავლინა ჟიურიმ: გუნდი“ვიქტორია“ (საბაზო) და გუნდი“არწივები“ (საშუალო). ნომინაციაში ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე გახდა ანანო ბოლქვაძე (საბაზო) და დიანა ჭელიძე(საშუალო), ხოლო ყველაზე აქტიური მოსწავლის ტიტული მოიპოვეს:მინდია ხოზრევანიძემ(საბაზო) ლიზა ბაიაზოვამ და ანჟელა დიასამიძემ(საშუალო).უახლოეს დღეებში ჩატარდება თამაშის ფინალური ტური", - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203