ყარაჯალის საჯარო სკოლაში თემაზე - ,,9 აპრილი - ჩვენი ტკივილი“ დისკუსია გაიმართა
10-04-2019

თელავის მუნიციპალიტეტის, ყარაჯალის საჯარო სკოლაში უფროსკლასელთა მონაწილეობით თემაზე - ,,9 აპრილი - ჩვენი ტკივილი“ დისკუსია გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 

„1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ გაიხსენეს პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. მათ კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს დაღუპილების ხსოვნას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისისცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანიდაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203