მარტვილის მუნიციპალიტეტის დღვანას საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ცრემლისა და სიხარულის დღე“ გაიმართა.
ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებმა ისაუბრეს 9 აპრილის შესახებ. მათ გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპული გმირები, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ მუსიკის ფონზე.
საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.
იხილეთ ფოტოები