მცხეთის მუნიციპალიტეტის, მუხრანის N3 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება მე- 8 და მე-9 კლასებში ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენებზე პრეზენტაცია ნახეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ აქტს გაეცნენ და სიმღერა - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ მოისმინეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისისცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანიდაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები