ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვენობნის საჯარო სკოლის ისტორიის კლუბის „ბალავარი“ წევრებმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს.
კლუბს პედაგოგი ლიანა რუსია ხელმძღვანელობს.
„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი - ჩვენი ტკივილი და სიამაყე“ - ამ დევიზით კლუბის წევრებმა საინტერესო და ემოციური ღონისძიება შესთავაზეს დამსწრე აუდიტორიას.
ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპული, ჩოხატაურის რაიონის მკვიდრის, ნატო გიორგაძის საფლავი მოინახულეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
იხილეთ ფოტოები