წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს.
სკოლის ინფორმაციით, ღონისძიება პედაგოგებმა ეკა ჭეხანმა, რამაზ ირემაძემ და თემურ მგელაძემ სადამრიგებლო კლასის თანხლებით აღნიშნეს.
გაიხსენეს 9 აპრილი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს -1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს.