ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
როდინაულის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება თემაზე „საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!“- მიძღვნილი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი.
ღონისძიების ორგანიზება უზრუნველყო ისტორიის მასწავლებელმა მთვარისა გვიშიანმა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნინო კრაველიძემ.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისისცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანიდაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.