წყრუთის საჯრო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
10-04-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის, წყრუთის საჯრო სკოლაში 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

ღონისძიება ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების ელზა რაისიანის და ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლის ნატო კაჭკაჭაშვილის ორგანიზებით ჩატარდა. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისისცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანიდაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203