თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შავსაყდრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
სკოლის პედაგოგმა, ნანა მასწავლებელმა გადაწყვიტა, გამოევლინა ნიჭიერი მოსწავლეები. მან მოსწავლეებს აუხსნა, რომ შეიძლება ყველა მოსწავლე არ იყოს ძლიერი საგნებში, მაგრამ გააჩნდეს შემოქმედებითი ნიჭი. ამ მეთოდმა გაამართლა კიდეც.
„რამდენი რამის გაკეთება შევძელით თითოეულმა ჩვენგანმა. მადლობა ყველა პედაგოგს, ვინც დაგვეხმარა ამ პროექტში“,-ამბობენ შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები