ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„მოსწავლეებმა წარმოადგინეს ისტორიული მონაცემები და ლექსები, რითაც გააცნობიერეს 9 აპრილის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისათვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ღონისძიება სკოლის ქართული ენის მასწავლებლებმა: ხათუნა ხითაროვმა, არეკნაზ პეტროსიანმა და ელვირა ქეიანმა დაგეგმეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო