ამაღლების საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
11-04-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამაღლების საჯარო სკოლაში კონკურსი „ტვინების შეჯიბრი“ გაიმართა, რომელშიც ორი გუნდი: „სხივები“ (კაპიტანი: ამირან ხიმშიაშვილი) და „მეგა ტვინი“ (კაპიტანი: თორნიკე დოლიძე) მონაწილეობდა. 

შეჯიბრს ია ვერულიძე უძღვებოდა. 

დაძაბულ თამაშში „სხივებმა“ გაიმარჯვეს, ანგარიშით 42-30. მოსწავლეების პასუხებს სპეციალური ჟიური ამოწმებდა, მარინა მაისურაძის ხელმძღვანელობით. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, სკოლაში კვლავ იგეგმება მსგავსი კონკურსების ჩატარება. 

„მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს მოსწავლის განათლების დონის ამაღლებას, რაც მდგრადი განვითარების N4 მიზანია“ - აღნიშნა მან. 

ზემოაღნიშნული კონკურსი ზოია მეგრელიშვილისა და მარიამ თავაძის ორგანიზებით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203