იაკობ გოგებავილის სახელობის დანდალოს N1 სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ქვეყანა მათ ხსოვნას სანთლებად აინთებს!“ ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის იყო, შესრულდა სიმღერები, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები, გაიხსენეს მერაბ კოსტავას მიერ წარმოთქმული სიტყვები:
„ძმანო და დანო! საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი! როდესაც, ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი... ღვთის წინაშე!'' ეს დღე ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა.
ღონისძიებაზე გამოფენილი იყო 9 აპრილს დაღუპულთა სურთები.
„მაქსიმალურად ვეცადეთ მაყურებლამდე მიგვეტანა ის ემოციები, რაც თან სდევდა ცხრა აპრილის ტრაგედიას და გვეჩვენებინა, თუ რა გადაიტანეს ქართველებმა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად“,- აღნიშნეს ღონისძიების მონაწილეებმა.
მაყურებელთა თქმით, ღონისძიება ძალიან საინტერესო და ემოციურად დატვირთული იყო.
ღონისძიებას უძღვებოდნენ მოსწავლეები - ლინდა გოგიაშვილი და გვანცა ჯორთმენაძე.
სკოლის წარმომადგენლები მადლობას უხდიან თვითმმართველობის წევრებს.
იხილეთ ფოტოები