ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა.
საახალწლო ზეიმი კიდევ უფრო სასიხარულო და საინტერესო გახადეს სტუმრებმა: რეჟისორმა და მსახიობმა შალვა აბაშიძემ (ის თამაშობს ქართულ ფილმ „მევლუდში“, ამჟამად 20 წელია მოღვაწეობს კიევში) და დრამის რეჟისორმა გია კოჩალიძემ. სკოლას უკვე მეორედ ეწვია ჩოხოსანი პოეტი გულიკო გაბაიძე.
„ქალბატონმა გულიკომ ჩვენი სკოლის VIII კლასის მოსწავლეს უსახსოვრა თავისი ხელით შეკერილი ყაბალახი, IX კლასის მოსწავლეს კი - ბოთლის ჩოხა. გარდა ამისა, სკოლაში იმყოფებოდნენ ჩვენი სოფლის მკვიდრი ბიზმესმენი ჯემალ მალაყმაძე და მარინა წითელაძე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ზეიმზე სტუმრებმა წაიკითხე საკუთარი ლექსები და სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს წიგნების კრებულები.
ღონისძიების ბოლოს, ჯემალ მალაყმაძემ მოსწავლეები დაასაჩუქრა.
ჩიქუნეთის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ზეიმის ორგანიზატორ მზევინარ ქავთარაძეს.
იხილეთ ფოტოები