ტობანიერის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
11-04-2019

ვანის მუნიციპალიტეტის, ტობანიერის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სკოლაში ტრაგედიის ამსახველი მოვლენების ფოტოგამოფენა მოეწყო. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე კედლის გაზეთი დაამზადეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კედლის გაზეთზე 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ფოტოები საქართველოს (1918-1921 წლების) დროშის ფონზე განათავდა, რადგან მათი სისხლის ფასად აფრიალდა ათწლეულების შემდეგ ეს დროშა, რომელსაც თავი შესწირეს. კედლის გაზეთზე მოსწავლეებმა ასევე დაიტანეს 9 აპრილის სიმბოლოები დაღვენთილი სანთლები და ტიტები.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203