ახალციხის მუნიციპალიტეტის, საძელის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ქართული ენის მასწავლებელი თინათინ გოგიაშვილი მოსწავლეებს ქართველი ხალხის ტკივილიან წარსულზე ესაუბრა. სკოლის დირექტორმა ხორენ ოგანესიანმა სკოლის აღსაზრდელებს 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მშობლიურ ენაზეც მიაწოდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები