ქუთაისის N15 საჯარო სკოლის VI, VII და VIII კლასის მოსწავლეებმა პროექტი ,,ევროპა წარმატებული მომავლისათვის“ განახორციელეს.
პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს პერფორმანსი „ჩვენი თვალით დანახული წარსული და მომავალი“. აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეებმა გააცოცხლეს წარსულის კადრები.
თითოეული მოსწავლე წარმოადგენდა XIX საუკუნის ქართულ ინტელიგენციას, რომლებმაც განათლება ევროპაში მიიღეს და ხელი შეუწყვეს მნიშვნელოვანი ფასეულობების დამკვიდრებას.
„მოსწავლეებმა გაიაზრეს და გააცნობიერეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნების როლი საზოგადოების განვითარების პროცესში, ის თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წარმატებული მომავლისათვის პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები