ცაგერის მუნიციპალიტეტის ზუბის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, ანნა ომანაძემ ლიეტუვაში საქართველო წარადგინა.
კერძოდ კი ანნამ ლიეტუვაში არსებული ამერიკული ტიპის უნივერსიტეტის (LCC international university) მიერ ორგანიზებულ ინგლისურად საჯარო საუბრის კონკურსში გაიმარჯვა.
ანნა ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგაც წარმატებული დაბრუნდა.
ზუბის საჯარო სკოლა ულოცავს მას ამ დიდ მიღწევას და კიდევ მეტ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები