გორის მუნიციპალიტეტის, კარბის სჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან - ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები ციური ჩოხელი და მარიამ დავრაშელიძე, კლასის დამრიგებლები თინათინ ძაბახიძე და მზია მარკოზაშვილი,მუსიკის პედაგოგი მზია გოგინაშვილი.
სკოლის აღსაზრდელებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს, ლექსები წარმოთქვეს, სიმღერები შეასრულეს და კედლის გაზეთი გამოუშვეს.
ღონისძიება სლაიდშოუსა და სიმღერის - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ფონზე მიმდინარეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საღამო ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი გამოდგა. ღონისძიების ბოლოს მე-9 კლასის მოსწავლის, ბექა კაპანაძის, ლექსმა განსაკუთრებული ოვაციები დამიმსახურა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები