ახალსოფლის სკოლის პედაგოგმა 8 მარტი ქალებს ორიგინალურად მიულოცა
08-03-2017
ახალსოფლის სკოლაში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები. იყო მილოცვები, თბილი სიტყვები დედის და ზოგადად, ქალის მიმართ.

ღონისძიება მოსწავლეებმა გააფორმეს სიმღერებით, მოამზადეს სლაიდ შოუ და ერთი ლამაზი დღე მიუძღვნეს ქალებს.

ღონისძიების ფარგლებში, ახალსოფლის სკოლის პედაგოგმა, ვიქტორ კაცელაშვილმა კედლის გაზეთით მიულოცა ქალებს 8 მარტი. 

ახალსოფლის სკოლა ულოცავს ყველა დედას და ზოგადად ყველა ქალს 3 მარტს და 8 მარტს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203