მელეს საჯარო სკოლაში ღონისძიება - „დღე მწუხარების და დღე დამოუკიდებლობის“ გაიმართა
11-04-2019

ლენტეხის მუნიციპალიტეტის, მელეს საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით  ღონისძიება - „დღე მწუხარების და დღე დამოუკიდებლობის“ ჩატარდა. 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა პედაგოგმა მზიურა მიჟარაძემ. მოსწავლეებმა  9 აპრილისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და წუთიერი დუმილით და ანთებული სანთლებით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის განწირულ გმირებს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203