ღურტის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლინდა ღორჯომელაძემ თამაზ ირემაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში ჭადრაკში, გოგონებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა.
„ღურტის საჯარო სკოლის სკოლის სახელით, ვულოცავთ ლინდას ამ გამარჯვებას და კვლავაც წარმატებებს ვუსურვებთ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ტურნირი ჭადრაკში, მიმდინარე წლის 4-7 აპრილს, დაბა ხულოს საჯარო სკოლის დარბაზში ჩატარდა. ტურნირში გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასულები გოჩა ირემაძის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოებით, თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 700 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასულ მონაწილეებს - 300, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს - 200 ლარი.
იხილეთ ფოტოები