სენაკის N1 სკოლის მე-4 კლასში (რუსული სექტორი) დედის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა დედებს ეს დღესასწაული სიმღერებით, ლექსებითა და საჩუქრებით მიულოცეს.
როგორც მე-4 კლასის დამრიგებელი, ნესტან გოგოხია აღნიშნავს, სკოლაში ტრადიციად იქცა ამ დღის აღნიშვნა:
''ამ ტრადიციადქცეულ ღონისძიებაზე დედის დღეს ვულოცავთ დედებს, ბებიებს, მათ, ვინც გვჩუქნის, სიცოცხლესა და სითბოს, ვუმზადებთ სიურპრიზებს. დღესასწაულის მთავარი მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ სიყვარულის, პატივისცემის, მოკრძალების გრძნობა დედების მიმართ. ღონისძიების ამოცანა იყო ბავშვებში აზროვნების, მეხსიერების, თავდაჯერებულობის, მიზანდასახულობის, ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება, ანუ იმ უნარების განვითარება, რომლებიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდებათ.''