სენაკის N1 სკოლის პირველკლასელებმა 3 მარტს დედებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს
03-03-2017

სენაკის N1 სკოლის პირველკლასელებმა დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დედებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს. მოსწავლეებმა 3 მარტი დედებს ლექსებით, სიმღებითა ყვავილებითა მიულოცეს.

დამრიგებელი იამზე ხუნწარია აღნიშნავს, რომ ღონისძიება ძალიან ლამაზად და სასიამოვნოდ ჩატარდა:

''ხშირად ვამბობთ ხოლმე, რად უნდა სიყვარულს დღე, თუ გიყვარს ყველა დღე სიყვარულისაა, დედა ხომ ყოველდღე საყვარელია. მართალია, დედა ყოველთვის საყვარელია. ვულოცავ ყველა დედას, მომავალს თუ უკვე გამხდარს, ჩვენს გვერდით მყოფს თუ იმქვეყნიდან ჩვენზე მზრუნველს. მოხუცს, ახალგაზრდას.''

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203