ქვედა სიმონეთის N2 სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა, პედაგოგებისა და მოსწავლეთა მშობლების ინიციატივით აღინიშნა ქალთა საერთაშორისო დღე.
მოსწავლეები ერთმანეთს ცვლიდნენ და გაზაფხულის მობრძანებასა და ლამაზ დღესასწაულს ულოცავდნენ დამსწრე საზოგადოებას.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ლექსს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას ცეკვა:
''ია, ია დაგიკრიფე, ლურჯთვალა და კოპწია, 8 მარტი და გაზაფხული, ერთად მომილოცნია'', - აი, ასე ულოცავდნენ დედას და აღმზრდელ პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს თვალებგაბრწყინებული პატარები და ენძელებისა და იების კონებით ასაჩუქრებდნენ მათ.''
იხილეთ ფოტოები