სამტრედიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს
11-04-2019

სამტრედიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს. 

ღონისძიების ავტორი ნატალია ჯამბურია. 

სკოლის აღსაზრდელებმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს, პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203