8 აპრილის ღამეს წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, რუსთაველის პროსპექტზე დაღუპულ გმირებს წყალტუბოს დიდების მემორიალთან პატივი მიაგეს.
„მოსწავლეებმა დაწერეს ასფალტზე ციტატები 9 აპრილზე, მოხატეს სიმბოლურად ტიტებით და სანთლებით ხელში უფალს შეავედრეს საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირების სულები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები