ცაგერის მუნიციპალიტეტის ოყურეშის საჯარო სკოლის IX და X კლასის და კლასის დამრიგებლის, ნათელა სარინაზის მიერ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ისტორიული მოვლენები, თავისუფლებისათვის დაღუპული გმირები, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები