ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერკეთის საჯარო სკოლაში დედა ენის კვირეული დაიწყო.
კვირეული 10-15 აპრილს გაიმართება და ჩატარდება:
- V-XII კლასელებისთვის ლიტერატურული ესეების კონკურსი;
- I-XII კლასელებისთვის - კედლის გაზეთების კონკურსი;
- I-XII კლასელებისთვის კონკურსი კალიგრაფიაში;
- III-XII ვიქტორინა-ტესტირება - „ვინ უკეთ იცის ქართული ენა და მართლწერა“;
- V – XII კლასელებისთვის - წერილი, განცხადება, ავტობიოგრაფია, მოხსენებითი ბარათი - საქმიანი ქაღალდების ენა;
- VI-XII კლასელებისთვის - ბარბარიზმების კონკურსი;
- I-XII კლასელებისთვის - მხატვრული კითხვის კონკურსი;
- დედა ენის სრულყოფილი ცოდნისთვის (წარწერების გაკეთება, მაისურების, სტიკერების დამზადება) კონკურსი;
- დასკვნითი ღონისძიება და დაჯილდოება, ბოლოს კი მოსწავლეები ექსკურსიაზე წავლენ.
დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.