ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ორჯის საჯარო სკოლაში ვარდითერ იუზბაშიანის ინიციატივით გეოგრაფიის ვიქტორინა ჩატარდა.
ვიქტორინის პირველ ტურში მეცხრე და მეათე კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელები ვიქტორინაში ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გაიმარჯვა მეცხრე კლასმა. მეცხრეკლასელები მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც მომდევნო კვირაში ჩატარდება.
იხილეთ ფოტოები