ქალაქ წალენჯიხის კინოთეატრში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო მედანის თემის საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ (მე-8 კლასი - ბარბარე ფიფია; მე-9 კლასი - ნინო ჭეჟია; მე-10 კლასი - ნანუკა ჭეჟია).
ჩემპიონატი მიმდინარე წლის 5 აპრილს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
8 აპრილს კი მედანის თემის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ წარმატების სერტიფიკატები საზეიმოდ გადაეცათ პირველი ეტაპის ტესტირებაში მონაწილე იმ მოსწავლეებს, ვინც წარმატებით გადალახა 51-ქულიანი ბარიერი.
იხილეთ ფოტოები