ხონის მუნიციპალიტეტის, მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი - „ფანტაზიის სამყაროში“ დაამზადეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობის ავტორები VII კლასის მოსწავლეები იყვნენ. მათ ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის და ხელოვნების მასწავლებლები.
მოსწავლეებმა თემაზე - „გაზაფხულის მოლოდინში“ ჩანახატები და ლექსები დაწერეს და თავიანთი ნაფიქრი შესაბამისი ილუსტრაციებით გააფორმეს.
იხილეთ ფოტოები