დიოკნისის საჯარო სკოლის მინი საფეხბურთო მოედანზე ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრში დიოკნისის, კორტოხის, ღურტის, ბოძაურის, მანიაკეთის და რიყეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ.
პირველი ადგილი რიყეთის საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი ღურტის, ხოლო მესამე ადგილი კი ბოძაურის საჯარო სკოლის გუნდმა.
„წარმატება მინდა ვუსურვო ყველა მონაწილე გუნდებს და თამაშის ორგანიზატორებს. ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ჩემო უმცროსო და უფროსო მეგობრებო. მუდამ წინ გვევლოს ყოველთვის ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა, რევაზ ძირკვაძემ.
იხილეთ ფოტოები