დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს საჯარო სკოლაში მასწავლებლებისთვის, მე-6 კლასის მოსწავლეების ინიციატივით, ინტელექტუალური თამაში „თუ ხარ მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა თვითონ შეადგინეს კითხვები და კითხვებს პასუხობდნენ მათ მიერ შერჩეული პედაგოგები.
თამაშის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა თამაშის მონაწილე პედაგოგებს გადასცეს სიგელები, რომელიც თვითონ მოსწავლეების მიერ იყო დამზადებული.
იხილეთ ფოტოები