მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
11-04-2019

ზესტაფონის მუნციპალიტეტის, მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის ისტორიის წრის წევრებმა, ხელმძღვანელ ია წაქაძესთან ერთად, ხარების სახელობის ტაძარში მორიგი შეხვედრა გამართეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულებისთვის სანთლები დაანთეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203