გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაში - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ მონაწილეობდნენ
11-04-2019

ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში  1989 წლის 9 აპრილის, მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად კონფერენცია თემაზე „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ჩატარდა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გუთურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები: ქრისტინე გიორგაძე და ანი თედორაძე.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203