ლაცორის სკოლის დირექტორმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა
16-09-2016
2016 წლის 15 სექტემბერი ლაცორიის საჯარო სკოლის ეზოში სკოლის დირექტორმა ზაურ გოლეთიანმა მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა. 

დირექტორმა პირველ კლასელებს საზეიმოდ გადასცა კომპიუტერები და უფასო სახელმძღვანელოები. 

გასულ სასწავლო წელს სკოლამ, რომელიც მონაწილეობს PH international "მომავლის თაობის " პროგრამაში - ტექნიკის კონკურსში გამარჯვებისთვის დააჯილდოვეს.

სასკოლო მუშაობაში აქტიური მონაწილეობისთვის სკოლის დირექტორმა პირველი ხარისხის დიპლომით დააჯილდოვა მასწავლებლები ციცო სილაგაძე, ნატო მეშველიანი.
 
პროექტ "მომავლის თაობა" აქტიური და წარმატებული მუშაობისთის დიპლომით დაჯილდოვდა IX_X_XI კლასის მოსწავლეები.  

გასულ სასწავლო წელს მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა ძალისხმევით მოეწყო "მომავლის თაობის" სკვერი,სკოლაში მოეწყო ეზოს გამწვანების აქცია,აქტიური მონაწილეობისთვის დიპლომებით დაჯილდოვდა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. 

სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ინკლუზიურ სწავლებას.  

ამისთვის 15 სექტემბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად ახალი კლას-კაბინეტი. 

სკოლის დირექციამ ყველანაირი პირობა შექმნა, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად წარიმართოს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203