ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მაჭატიის საჯარო სკოლაში საგაზაფხულო ზეიმი გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა სომხურენოვანია, ღონისძიება ორ ენაზე ჩატარდა. ღონისძიებას ნარე კაზარიანი ხელმძღვანელობდა.
სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ და მშობლებსა და მოწვეულ სტუმრებს ყვავილები მიართვეს.
„ბავშვებმა ძალიან იხალისეს, კმაყოფილი დარჩნენ მშობლებიც“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები