ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ასევე დაიდგა სპექტაკლი.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
სკოლაში, მოსწავლეების მონაწილეობით, ნოდარ დუმბაძის მოთხრობის "სისხლის" მიხედვით სპექტაკლი დაიდგა.
იხილეთ ფოტოები: