ყვარლის მუნიციპალიტეტის სარუსოს საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა.
სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად ცაცხვის ახალი ნერგები დარგეს.
ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
„მადლობა საკრებულოს თავმჯდომარეს მალხაზ მარტიაშვილს, რომელიც დაგვეხმარა ნერგების შეძენაში და სკოლის გარემოს განაშენიანებაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები