დუშეთის მუნიციპალიტეტის, გრიგოლაანთკერის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „9 აპრილი ჩვენი ტკივილია“ გაიმართა.
სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგებთან ერთად 9 აპრილის შესახებ დოკუმენტური ფილმი ნახეს, 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები