ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სადმელის საჯარო სკოლაში ღონისძიება ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ გაიმართა.
ღონისძიება 9 აპრილს დაღუპულთა 30 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიებაში V, VI, VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მათ კლასის დამრიგებლები: ია ჭარბაძე და ქეთევან კერესელიძე ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებს საჭირო დოკუმენტური მასალის მოძიებაში სკოლის ისტორიის მასწავლებელი კახაბერ პაპუაშვილი დაეხმარა.
მონაწილე მოსწავლეებმა სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მოწვეულ მშობლებს მშვიდობის თემაზე სხვადასხვა მასალით შესრულებული ნახატების გამოფენა და 9 აპრილისადმი მიძღვნილი ფოტო-სტენდი წარმოუდგინეს. მათ ასევე მუსიკალური ნომრის „ტიტების“ ფონზე გაიხსენეს 9 აპრილის ისტორია.
იხილეთ ფოტოები