ბორჯომის საბავშო ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკის ინიციატივით და ყვიბისის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებას ბიბლიოთეკარი ნაირა იჩქიტიძე ხელმძღვანელობდა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ქართული ენის შესახებ ლექსები და წერილები წაიკითხეს.
ღინისძიებაზე მიწვეული იყო ყვიბისის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ბაკურ გელაშვილიც, რომელმაც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების შესახებ ისაუბრა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები