თბილისის N39 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მე მტკივა 9 აპრილი“ გაიმართა
12-04-2019

თბილისის N39 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილისადმი მიძღნილი ღონისძიება - „მე მტკივა 9 აპრილი“ გამართეს. 

ღონისძიებას ორგანიზება ისტორიის მასწავლებელმა ნინო ტურაშვილმა გაუწია. 

სკოლის აღსაზრდელებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა ასევე კედლის გაზეთები დაამზადეს.

„ჩვენ გავერთიანდით, რათა გავიხსენოთ 9 აპრილს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლები და პატივი მივაგოთ მათ სულებს... მრავალტანჯულ საქართველოს სულსა და სხეულს სამუდამოდ დააჩნდა კიდევ ერთი მძიმე ჭრილობა, 1989 წლის 9 აპრილი.

ამ დღეს უმოწყალოდ დაჩეხეს მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილენი... მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთი სამშობლოს თავისუფლება და ერთიანობა სურდათ. ქართველებმა გულისწადილი ხმამაღლა, მსოფლიოს გასაგონად გამოხატეს. ამ დღეს აჟღერდა მთელი ძალითა და სიმართლით დიდი გალაქტიონის პოეტური მანიფესტი, „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა...“ ამ წყურვილმა გააერთიანა ქართველები. უმანკო მსხვერპლის ნუგეშად ის გვრჩება, რომ მათი წმინდა სისხლი ტყუილად არ დაღვრილა, იგი საქართველოს ეროვნული სიმტკიცის დუღაბად იქცა. 30 წლის წინ რუსთაველის გამზირზე ის 21 ახალგაზრდა დაეცა, რომელმაც 70 წლიანი საბჭოთა საქართველოს ისტორია შეცვალეს. ამ ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203