ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ვაჟკაც იგია, ვინც მართალს ეტყვის ქვეყანას მცდომსაო“ ჩატარდა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა მასწავლებელმა ლამარა მამალაძემ.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირებს მიუძღვნეს ლამაზი სიტყვები, სიმღერები, ლექსები.
ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა თამარ შელეგიამ.
იხილეთ ფოტოები