ძევერის საჯარო სკოლაში 9 აპრილს შემოქმედებითი კვირეული მიუძღვნეს
12-04-2019

სსიპ - ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლაში „9 აპრილის კვირეული“-ს შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს კვირეულის ფარგლებში შექმნილი პოსტერები და კედლის გაზეთები, მოისმინეს თემატური მუსიკალური ნომრები, გამოცხადდა სასკოლო კონფერენციის „ცხრა აპრილი - დღე მწუხარების და დღე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა“ გამარჯვებული თემები.

ისაუბრეს 9 აპრილს გადაღებული დოკუმენტური კადრების და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. კვირეულს უძღვებოდნენ სამოქალაქო განათლების და გეოგრაფიის პედაგოგები.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203