ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მავნე ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ისაუბრეს
12-04-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ პროექტი განახორციელეს. 

მათ V-X კლასის მოსწავლეებს გააცნეს, თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს მოზარდების ჯამრთელობასა და განვითარებაზე თამბაქოს მოხმარებას, ასევე, გააკეთეს პრეზენტაცია და მოსწავლეებს გააცნეს ტუბერკულიოზი და შიდსი. 

„მოსწავლეებმა დამსწრეებს აუხსნეს თუ რატომ უნდა ვუთხრათ ყველამ ერთად „არა“ ალკოჰოლს და ნარკოტიკს. მათ დაამზადეს და დაურიგეს ბუკლეტები მოსწავლეებს. მადლობა ასეთი საინტერესო პრეზენტაციისთვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნ. ღვამბერია ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203